
ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ეფუძნებოდა შოვინიზმსა და სიძულვილის ენას
„ესეც არის, რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობის „ღირებულებების“ კიდევ ერთი გამოხატულება.
ეს არის ის „ღირებულებები“, რომელსაც ეფუძნებოდა ნაციონალური მოძრაობა - ეს არის შოვინიზმი, ეს არის სიძულვილის ენა და ამას გამოხატავს ნაციონალური მოძრაობა ზოგადად და კონკრეტულად, მიხეილ სააკაშვილი“,-ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის შეფასებას, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ მიერ დაქირავებული პიარსპეციალისტის მოშე კლუგჰაფტის თაობაზე გააკეთა.
კომენტარი