
რუსეთმა სომხეთსა და აზერბაიჯანთან ავიამიმოსვლა აღადგინა
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა მოსკოვი-ბაქოსა და მოსკოვი-ერევნის ავიარეისების აღდგენის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
რეისები მოსკოვიდან ბაქოში კვირაში ორჯერ შესრულდება, მოსკოვი-ერევნის მიმართულებით კი კვირაში 4 ფრენა განხორციელდება.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო რუსეთმა საერთაშორისო მიმოსვლა 2020 წლის 27 მარტს შეაჩერა.
კომენტარი