
"ტვ პირველის" ჟურნალისტი გლდანში, საარჩევნო უბანთან მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავდა (ვიდეო)
გლდანში ნომერ 79-ე საარჩევნო უბანთან "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას "ტვ პირველის" ჟურნალისტი დაშავდა.
დაზარალებული ჟურნალისტი ანა ახალაიაა, მას წარბი აქვს გახეთქილი.
როგორც ჟურნალისტი აცხადებს, მას შეხლა-შემოხლის დროს თავის არეში სავარაუდოდ კამერა მოხვდა.
დაპირისპირების გამო ადგილზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. ამ დროისათვის ინცინდენტი ამოწურულია, თუმცა პოლიცია ადგილზე მუშაობას განაგრძობს.
კომენტარი