
ჯეიმს აპატურაი უკვე თბილისშია
ჯეიმს აპატურაი თბილისშია. სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტის ძირითადი მიზანი ნატო-ს უელსის სამიტისთვის მოსამზადებელი სამუშაოების განხორცილებაა.
გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სკითხებში სახელმწიფო მინისტრთან. ჯეიმს აპატურაი საქართველოს 10 ივლისს დატოვებს.
კომენტარი