
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 28 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 28 პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 694 პირი ემსხვერპლა.
ამასთან, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 492 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 612 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 419 პირი.
კომენტარი