
ხანძარი ტყიბულში - ცეცხლმა ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად გაანადგურა
ხანძარმა იმერეთში ორსართულიანი სახლი მთლიანად გაანადგურა.
ცეცხლი ტყიბულის რაიონის სოფელ ზედუბანში ერთ-ერთი მოსახლის სახლს გაუჩნდა. ამ დროს შენობაში 60 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი იმყოფებოდა. ისინი არ დაშავებულან. ცეცხლის ჩაქრობას 5 სახანძრო ეკიპაჟი ცდილობდა. რამ გამოიწვია ხანძარი, მომხდარის მიზეზები გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
კომენტარი