
ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსი ბავშვს დაუდასტურდა
ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით კლინიკაში ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა, ბოლნისის კლასტერიდან, ბავშვია.
მისივე თქმნით, კლინიკას დღეს 2 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.
„კლინიკაში ამჟამად 56 პაციენტი მკურნალობას, აქედან 43-ს კორონავირუსი აქვს. 43-იდან გუშინ გვიან ღამით 2 პაციენტის გამოჯანმრთელების შესახებ ინფორმაცია მოვიდა და დღეს ესენი კლინიკას დატოვებენ. გვყავს ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა, რომელიც ბავშვია. 2 პაციენტი რჩება რეანიმაციაში, თუმცა ერთის პალატაში გადაყვანის საკითხი დღეს განიხილება. დანარჩენები პაციენტებიდან 4 პაციენტი საყურადღებოა. ამ დროსთვის კვლევაში ჩართვას 5 პაციენტი ელოდება“, - აღნიშნა სოლოღაშვილმა.
კომენტარი