
თინა კანდელაკს ცოლიანი მამაკაცი შეუყვარდა
დღეს თინა კანდელაკმა „ტვიტერში“, თავის მიკრობლოგზე მორიგი პირადი აღიარება გამოაქვეყნა, რომელმაც სრული „ანშლაგი“ გამოიწვია. სკანდალურმა ტელეწამყვანმა განაცხადა, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარების სფეროში ერთ–ერთი წამყვანი სპეციალისტი – კენ რობინსონი შეუყვარდა.
„მინდა ცოლად გავყვე კენ რობინსონს, ის კი ცოლიანია!!!“ – დაწერა თინა კანდელაკმა.
ჩანაწერის გამოქვეყნებას „ტვიტერის“ მომხმარებელთა ირონიული და სახუმარო კომენტარები მოჰყვა, მაგრამ თინა კანდელაკი ბოლომდე იცავდა „რჩეულს“ აგრესიული თავდასხმებისგან.
„სანამ კენი ჩემგან შორსაა, დროს წიგნებითა და ფილმებით მოვკლავ“, – გადაწყვიტა კანდელაკმა.
კომენტარი