სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნორა კვიციანს პატრიარქმა საკუთარი პალტო გაუგზავნა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის, ამჟამად ძებნილი ემზარ კვიციანის პატიმრობაში მყოფ დას ნორა კვიციანს საჩუქრები შეუგზავნა.

როგორც "პირWელს" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, პატრიარქისგან, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობით ცნობილია და მათ შორის პატიმრებსაც ეხმარება, კვიციანმა ამჯერად ილია მეორეს კუთვნილი პალტო, საბანი და კაშნე, ასევე ჯვარი მიიღო.

წყაროს ინფორმაციით, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც პატრიარქი პატიმრობაში მყოფ კვიციანს საჩუქრებს უგზავნის, თუმცა თავად მსჯავრდებული ჯერ-ჯერობით არ მოუნახულებია.

შეგახსენებთ, რომ ნორა კვიციანი კოდორის ცნობილი მოვლენების დროს, 2006 წლის 26 ივლისს დააპატიმრეს. დაკავებამდე ის კოდორის ხეობის სოფელ აჟარის გამგებელი იყო.

ნორა კვიციანის მიმართ საქმე ერთდროულად რამდენიმე მუხლით აღიძრა. კერძოდ, მას უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნაში, იარაღის უკანონო შენახვასა და მისი გამგებლობის დროს სახელმწიფო ქონების - 75 ათასი ლარის მითვისებაში ედებოდა ბრალი.

მოგვიანებით ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მას თავისუფლების 6 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

საქმემ საქართველოში სამივე სასამართლო ინსტანცია გაიარა და ამ დროისთვის სტრასბურგშია გაგზავნილი.

თავად ნორა კვიციანი წაყენებულ ბრალდებებს არ აღიარებს და ამბობს, რომ უდანაშაულოა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100