მესტიაში 23 წლის ახალგაზრდა მოკლეს
მესტიაში მკვლელობა მოხდა - მოკლულია 23 წლის ლუკა ფალიანი. არსებული ინფორმაციით, მას გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით სამი ჭრილობა აქვს მიყენებული.
ადგილობრივების განცხადებით, ინციდენტი მესტიის ცენტრში, შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ფალიანი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, დაახლოებით ერთ საათში დაიღუპა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავის ვინაობა სამართალდამცველებისთვის ცნობილია და მის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები ტარდება.
წყარო: 1tv.ge
კომენტარი