სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტი ანაკლიიდან - რუს ოკუპანტებს: განგაშს ნუ გამოაცხადებთ, ეს მხოლოდ ფეიერვერკია!

როგორც დაგეგმილი იყო, დღეს საქართველოს კიდევ ერთი საკურორტო ქალაქი: ანაკლია-განმუხური შეემატა. საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მიმდინარე, თითქმის დასრულებული მშენებლობები დაათვალიერა. მან ახალი ბულვარი და ხიდი, ასევე ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით აშენებული კერძო სასტუმრო „ოქროს საწმისი“ გახსნა, რამდენიმე წუთის წინ კი ანაკლიაში შეკრებილი მოსახლეობისადმი მიმართვა დაასრულა.

წინასწარი გეგმის მიხედვით, პრეზიდენტის სიტყვის დასრულებას ანაკლიისა და განმუხურის დამაკავშირებელ, 450 მეტრის სიგრძის ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ხიდზე მსოფლიოში ცნობილი ქართველი ვარსკვლავის მიერ ფორტეპიანოზე შესრულებული ნომერი მოჰყვა, ნომერს კი - გრანდიოზული ფეიერვერკი, რომელიც ამ წუთებში დასრულდა.

ფეიერვერკის ხანგრძლივობა, სიმაღლე და სხვა პარამეტრები ისე იყო გათვალისწინებული, რომ ოკუპირებული აფხაზეთის სიღრმიდანაც კარგად გამოჩენილიყო. პრეზიდენტმა მოსახლეობისადმი მიმართვა ასე დაასრულა:

„აი, იქეთ არიან მონღოლოიდური გადმონაშთები, დამპყრობლური სულით შეპყრობილი ადამიანები, რომლებიც ახლა სხედან თავიანთ აშმორებულ ნაწილებში, ელარჯს მათ არავინ არ აჭმევს და ჭამენ ჰერკულესის ფაფას, რომლის დიდ ნაწილსაც ისევ თავიანთი ოფიცრები პარავენ. ისინი აქეთ იყურებიან საცოდავი თვალებით და ვერ გაუგიათ, რატომ არიან აქ, რატომ დააყენეს ამ პლაჟზე და რატომ იცავენ მათ ზურგსუკან არსებულ სიცარიელეს... მათ რაკეტების არ ეშინიათ, რადგან ხელიც არ აუკანკალდებათ, ისე შეუძლიათ მოკლან ადამიანები, მაგრამ მათ აშინებთ ფეიერვერკი, მათ აშინებთ სიმღერის, მუსიკის, მხიარულების ხმები და ყველაფერი ის, რაც ადამიანის თავისუფალი სულის გამოხატულებაა. ამიტომ მინდა მივმართო მათ: განგაშს ნუ გამოაცხადებთ, ეს მხოლოდ ფეიერვერკია!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100