მეცნიერებმა მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო ამოხსნეს
იაპონიის ოსაკას, ჰოკაიდოსა და ტიბას უნივერსიტეტის მეცნიერების ჯგუფმა ადამიანების დაბერების მექანიზმს მიაკვლიეს.
„შედეგების პრაქტიკული გამოყენებისაგან ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ, მაგრამ კაცობრიობის ოცნების განხორციელებამდე - შევწყვიტოთ დაბერება, ერთი ნაბიჯი გვაშორებს!“ - აცხადებს ჯგუფის ხელმძღვანელი, პროფესორი ისეი კომურო.
ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ ცილებიდან ერთ-ერთი, ადამიანის ორგანიზმის დაბერებას იწვევს. კერძოდ, ესაა ცილა С1q. 2,5 წლის თაგვებს აღნიშნული ცილა ხუთჯერ მეტი აღმოაჩნდათ, ვიდრე 2 თვის თაგვებს. დღემდე უცნობია С1q-ის რაოდენობის ზრდის მიზეზი. მკვლევარები ამბობენმ, რომ ეს ცილა, ადამიანის ქსოვილების დაბერებას იწვევს.
ამ აღმოჩენას უარყოფითი მხარეც აქვს, თვლიან ექპერტები. როდესაც ცილა C1q-ს „დაძინება“ და დაბერების პროცესის შენელება მოხდება, ეს იმუნურ სისტემას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.
მეცნიერები ვერ ახერხებენ აღნიშნულ ცილაზე იმგვარ ზემოქმედებას, რომ ორგანიზმისათვის ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნება ერთნაირად შეძლონ.
კომენტარი