სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გალის რაიონის სოფელ თაგილონში სპეცრაზმი ქართველებს დაერია

გალის რაიონის სოფელ თაგილონში სპეცრაზმმა მოსახლეობა დააწიოკა. როგორც "ივერონს" გალის რაიონიდან აცნობეს, დაახლოებით 50 მანქანა ორი პიროვნების - ოთარ ჯღარკავასა და ჯემალ ოყუჯავას დასაკავებლად იყო მისული.

"ხმაურზე მეზობლები შეიყარნენ. სპეცრაზმმა ყველა ცემა, განურჩევლად ასაკისა, ვისაც კი გადაეყარა. ჯღარკავა და ოყუჯავა თითქმის გათიშულ მდგომარეობაში წაიყვანეს. მათი დაკავების მიზეზი და ადგილსამყოფელი უცნობია", - აცხადებენ თვითმხილველები.

ისინი ვერ აკონკრეტებენ, სპეცრაზმი რუსული იყო, თუ აფხაზური.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100