სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბაგებში საბაგიროს დაცვის თანამშრომელი დაჭრეს

ურთიერთშელაპარაკების ნიადაზე, ბაგებში ერთი პირი დაჭრეს - არსებული ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს საბაგიროს დაცვის თანამშრომლეს დაესხნენ და ჭრილობა ცივი იარაღით მუცლის არეში მიაყენეს.

კაცი ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100