სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთში კარგად ცნობილი კაციჭამია ზვიგენის შვილი „მძევლად აიყვანეს“

„რია ნოვოსტის“ ცნობით, შორეულ აღმოსავლეთში, ხაბაროვსკთან ახლოს მდებარე პიონერთა ბანაკის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსი მეთევზეების ბადეში მოხვდა 2,5 მეტრის სიგრძის „ჩვილი“ ზვიგენი, რომელიც რუსეთში კარგად ცნობილი კაციჭამია ზვიგენის შვილად მიაჩნიათ.

შეგახსენებთ, რომ მხოლოდ აგვისტოს მეორე ნახევარში პრიმორსკის მხარეში დამსვენებლებზე ზვიგენის თავდასხმის სამი შემთხვევა დაფიქსირდა. 17 აგვისტოს ის თავს დაესხა 25 წლის მამაკაცს, რომელსაც ხელის მტევანი მოაკვნიტა. 18 აგვისტოს კი, ჟელტუხინის კუნძულთან ახლოს მან 16 წლის აკვალანგისტს შეუტია და ფეხები მოაჭამა. ბოლო თავდასხმა 27 აგვისტოს მოხდა: სლავიანკის დასახლებასთან მდებარე, ველურად წოდებულ პლაჟზე: მტაცებელმა თევზმა ქალს მხარზე უკბინა.

როგორც მებადურმა პრიმორსკის ტელევიზიაში განაცხადა, თევზი სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა მისი და მისი მეგობრის ბადეში. „სიგრძე ზუსტად გავზომეთ და 2, 64 სმ–ია, ხოლო მუცლიდან ზემოთ მისი სიმაღლე კი – ნახევარი მეტრი“, – თქვა მებადურმა. მისი თქმით, მტაცებელი პიონერთა ბანაკ „ტირხთან“ ახლოს დაიჭირეს, რომელიც ოგინსკის რაიონში მდებარეობს. „სანამ თავში დიდი კეტების ჩარტყმით მოვკლავდით, ის ფართხალებდა და ბადის გადაკვნეტას ცდილობდა, თანაც, ჩვენსკენ იწევდა“, – იხსენებს მებადური.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100