"ჩემი ძმები არ აპატიებენ ჩემი თემირლანის სიკვდილს - თემირლან მაჩალიკაშვილის და, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა
„მე ვარ
ის გოგო,
რომელსაც გვერდით
ოთახში ძმა
მოუკლეს,“ - ეს განცხადება, თემირლან მაჩალიკაშვილის
დამ პარლამენტის
წინ მიმდინარე
აქციაზე გააკეთა.
თემირლან
მაჩალიკაშვილის დამ ზაზა სარალიძეს სოლიდარობა გამოუცხადა.
„ძალა
ხალხშია, ძალა ერთობაშია. მე თუ დავკარგე ერთი ძმა, ჩემს უკან უამრავი ძმა კიდევ მიდგას და ვფიცავ ალაჰს, ჩემი ძმები არ აპატიებენ ჩემი თემირლანის სიკვდილს,“ - განაცხადა ნატა მაჩალიკაშვილმა.
პარლამენტის
წინ მიმდინარე აქციას პანკისიდან ჩამოსულები შეუერთდნენ.
პარლამენტის
წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია უკვე მეორე დღეა, რაც მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიან გარჩევაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვენ.
აქტივისტები
ასევე, გამოძიებისთვის ხელის შეშლაში მონაწილე პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.
კომენტარი