დნიპროს მერის ინფორმაციით, ქალაქს რაკეტებით ბომბავენ
დნიპროს მერი, ბორის ფილატოვი აცხადებს, რომ ქალაქში რაკეტები საცხოვრებელ სახლებს ეცემა და მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
„გთხოვთ, დარჩით საფარქვეშ. კერძო სახლებზე რაკეტების ჩამოვარდნის ფაქტები უკვე არსებობს. დეტალებს მოგვიანებით გაცნობებთ, ველოდებით ოფიციალურ ინფორმაციას სამხედრო ადმინისტრაციისგან“, - წერს მერი „ფეისბუქში“.
შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო უკრაინელებს მოუწოდებს 24 აგვისტოს, დამოუკიდებლობის დღეს, რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმებისა და პროვოკაციების გაზრდილი საფრთხის გამო, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.
კომენტარი