სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვის იტალიურ რესტორანში აფეთქება მოხდა

დაახლოებით ორი საათის წინ მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთში, ნოვოჩერმუშკინის ქუჩაზე მდებარე იტალიურ რესტორანში აფეთქების ხმა გაისმა, რის შემდეგაც ორსართულიანი შენობა ცეცხლის ალში გაეხვა.

თავდაპირველად გავრცელდა ცნობა ერთი დაშავებულის შესახებ, მაგრამ ამ დროისთვის უკვე დადგენილია, რომ აფეთქების შედეგად რესტორნის ორი თანამშრომელი დაიღუპა, ხოლო 15 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, სხვადასხვა სახის დაზიანებებით საავადმყოფოებში მოათავსეს.

ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ აფეთქების მიზეზი იტალიური რესტორნის სამზარეულოში ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. აფეთქების მომენტში რესტორან „ილ პიტორეში“ ასამდე ადამიანი იმყოფებოდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ მოპირდაპირე კორპუსებში ფანჯრების მინები ჩაამსხვრია. რესტორნის შენობა ნაწილობრივ დანგრეულია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100