სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შვედი ღვთისმსახური ეკლესიის კომპიუტერით პორნოსაიტებს სტუმრობდა

შვედი ღვთისმსახური იძულებული გახდა ეკლესია დაეტოვებინა მას შემდეგ, რაც გამჟღავნდა, რომ ეკლესიაში მისთვის განკუთვნილი კომპიუტერიდან იგი პორნოსაიტებს სტუმრობდა.

მღვდელი მას შემდეგ გაიშიფრა, რაც ერთ-ერთ საიტზე „დაჭერილი“ ვირუსის შემდეგ ეკლესიის ქსელის ყველა კომპიუტერი გაითიშა, გამოძახებულმა ტექნიკურმა მუშაკებმა კი კომპიუტერები შეამოწმეს და აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთიდან პორნოსაიტებზე ათასზე მეტი ვიზიტი იყო განხორციელებული, ეს კომპიუტერი კი მამა გუნარს ეკუთვნოდა.

შემთხვევა შვედეთის ქალაქ სტრანგნასში მოხდა. ღვთისმსახური გუნარ სვენსონი თავმდაბალი და ავტორიტეტული სასულიერო პირის იმიჯით სარგებლობდა და ამ ინფორმაციის გავრცელება მისი მრევლისთვის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნის ტოლფასი აღმოჩნდა.

„სვენსონმა ეკლესიის ქსელში უნებურად გაავრცელა საშიში ვირუსი, რომელმაც სხვა კომპიუტერების პარალიზება გამოიწვია. შემდეგ კი ტექნიკურმა მხარემ მის კომპიუტერში ათასზე მეტი ვიზიტი იპოვა ვებ-გვერდებზე, რომლებიც არასასურველი შინაარსისაა“, - განაცხადა შვედეთის ეკლესიის მეთაურმა.

ეკლესიის მესვეურებს საბოლოოდ ჯერაც არა აქვთ გადაწყვეტილი, განკვეთონ თუ არა ეკლესიიდან მამა გუნარი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100