სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ არის გუშინ გარდაცვლილი 19 წლის ბიჭი, რომელმაც ცურვა არ იცოდა, მაგრამ სხვის გადასარჩენად მდინარე ტეხურაში გადახტა

გუშინ, სენაკის რაიონის სოფელ ნოსირში დიდი ტრაგედია დატრიალდა. მდინარე ტეხურაში 19 წლის გიორგი გორდეზიანი დაიხრჩო. როგორც გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, ცურვა არ იცოდა, მაგრამ მდინარეში ბავშვის გადასარჩენად მაინც გადახტა. სხვისი სიცოცხლე გადაარჩინა, საკუთარი ვეღარ…

გიორგი სენაკის რაიონში, სოფელ ნოსირში მშობლებთან და უფროს ძმასთან ერთად ცხოვრობდა. ტრაგედიის დეტალებზე „პრაიმტაიმს“ გარდაცვლილის ახლობელი ესაუბრა.

„გიორგი და მისი მეგობარი გუშინ მდინარე ტეხურზე წავიდნენ ფოტოების გადასაღებად. გიორგის მეგობარს ოთხი წლის დისშვილი ჰყავდა თან, მოულოდნელად მიწა მოწყდა და ეს პატარა წყალმა წაიღო, გიორგიმ ცურვა არ იცოდა, მაგრამ მის გადასარჩენად მაინც გადახტა, გული გაუსკდა, სავარაუდოდ ცივმა წყალმა სისხლძარღვები შეუვიწროვა და თრომბი განვითარდა.

ჩემთვის ყველაზე კეთილი და თბილი ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან. ჩემ თვალწინ გაზრდილი გიორგი, ჩემი შრომისმოყვარე და მეოცნებე ბიჭი, წავიდა 19 წლის, წავიდა კაცურად! სხვის გადასარჩენად გადახტა წყალში, ცურვა არ იცოდა…

2013 წლის 21 აპრილს, გიორგის მამიდაშვილს ჩემი სახლის წინ მატარებელი დაეჯახა, ყურსასმენები ეკეთა და ვერ გაიგო მატარებლის სირენა, თან ზურგით იდგა რკინიგზაზე. 23 წლის იყო, უწესიერესი და უპატიოსნესი ბიჭი, დედისერთა. რა მონატრებაც და სიყვარულიც მასზე მიგროვდებოდა, ყველაფერი გიოზე გადმომქონდა, მე სიტყვებით არ შემიძლია ძმური სიყვარულის გამოხატვა, მჯერა, რომ ყოველთვის გრძნობდა, როგორ მიყვარდა.

ჩემი გული წაიღო გიომ, მაგრამ სიკვდილი არ არის დასასრული, ეს ბევრჯერ უთქვამს ჩემთვის, სიკვდილზე გამარჯვებული წასვლა კი რჩეულთა ხვედრია. გიორგის ბებია 5 თვის წინ გარდაიცვალა.“- ამბობს გიორგის მეგობარი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100