საპოლიციო რესურსი არსებობს და კანონის დარღვევის შემთხვევაში, პოლიცია შესაბამისად იმოქმედებს - ვახტანგ გომელაური
უწყება მობილიზებულია და ქვეყანაში უსაფრთხოების დასაცავად მუშაობს - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა.
გომელაურის თქმით, მნიშვნელოვანია პროცესები დიალოგის რეჟიმზე გადავიდეს.
"4 დღეა გარეთ ვდგავართ. დისკომფორტია რა თქმა უნდა, პირველ რიგში მოქალაქეებისთვის," - აღნიშნა გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, საპოლიციო რესურსი არსებობს და თუ აქციის მონაწილეები კანონის დარღვევას შეეცდებიან, პოლიცია შესაბამისად იმოქმედებს.
გარდა ამისა, ვახტანგ გომელაურის თქმით აქციის მონაწილეებმა შეშა პოლიციის წინააღმდეგ გამოიყენეს და შესაბამისად, მათ აქციაზე შეშის გამოყენება შეეზღუდათ. მინისტრის განცხადებით, გათბობის სხვა საშუალებები აქციაზე დაშვებული იქნება.
კომენტარი