"ფრანგმა ექიმებმა 2 წლის ნენე გაჭრეს და ამოუღეს იაშვილის კლინიკაში გაკეთებული ოპერაციის დროს ჩარჩენილი დამპალი დოლბანდი, რომელიც ღვიძლზე იყო მიკრული"
წყალტუბოს საკრებულოს წევრი გიორგი ალიბეგაშვილი სოციალური ქსელში სკანდალურ განცხადებას ავრცელებს. გიორგი „იაშვილის კლინიკის“ ექიმს დაუდევრობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ საქმეს უკვე გამოძიება აწარმოებს.
კერძოდ, ექიმს ადანაშაულებენ იმაში, რომ 2 წლის პატარა ნენეს ოპერაციის დროს დოლბანდი ჩაუტოვა და ეს ფრანგმა ექიმებმა იპოვეს.
გიორგი ალიბეგაშვილი ამის შესახებ ვრცლად წერს:
„ნენე ჯერ მხოლოდ 2 წლის ხდება. ეს არის ბავშვი საოცრება. ფაქტიურად სასწაული შეძლო. დაიბადა 6 თვიანი სულ რაღაც 1.300გრამი თუმცა ჯანმრთელი. მოათავსეს იაშვილში ინკუბატორში. 1 თვეში ჩემმა დამ შეამჩნია სიყვითლე (არა ექიმებმა) და ატეხა განგაში გამოიკვლიეს ბავშვი და დაასკვნეს რომ სჭირდებოდა ნაღველის ამოღება. 1.500 გრამ ბავშვს ამოსჭრეს ნაღველი. გავიდა 6 თვე . ბავშვი ისევ ცუდად შეიქნა ისევ იაშვილში გააქციეს და 20 დღე უშედეგო მკურნალობის შემდეგ გვითხრეს ღვიძლი არ მუშაობს და გადანერგვა დასჭირდებაო. რა თქმა უნდა საქართველოში მსგავსი ოპერაცია არ გაკეთებულა პატარა ბავშვზე. ჩემმა დამ ფაქტიურად მომაკვდავ ნენეს მოკიდა ხელი და წაიყვანა საფრანგეთში. ერთ თვიანი კვლევების შედეგად ვერ დაუსვეს დიაგნოზი ბორდოში. ბოლოს მოითხოვეს თანხმობა გაჭრაზე. გაჭრეს და ამოუღეს იაშვილის კლინიკაში გაკეთებული ოპერაციის დროს ჩარჩენილი დოლბანდი. რომელიც ღვიძლზე იყო მიკრული . სრულიად დამპალი და რა თქმა უნდა ღვიძლი მთლიანად გაფუჭებული. ამის შემდეგ კიდევ ერთი ოპერაცია ჩსუტარდა რადგან სიცხეს ვერ უწევდნენ და წყალი განუწყვეტლივ უდგებოდა მუცელში. გადანერგვას პატარა წონის გამო ვერ ახერხებდნენ .ბოლო ბოლო პარიზში გაუკეთდა ღვიძლის გადანერგვა. და ღვთის წყალობით დღეს წარმატებით გადის რეაბილიტაციას. იაშვილის კლინიკა ერთხელაც არ დაინტერესებულა ბავშვის მდგომარეობით . ფრანგ ექიმებსაც კი არ მიაწოდეს ინფორმაცია თუ რა გაუკეთდა მათთან. ხო ნაღველის ამოჭრისას არასწორად ქონდათ შეერთებული სადინარები.. არ ვიცი რა უნდა ვთქვა ფრანგულ მხარეზე. სოციალური დაცვა აქვთ უმაღლეს დონეზე. უძვირესი ოპერაციები უფასოდ .მაშინ როცა საქართველოში 1 თეთრიც არ დაუფინანსეს. იაშვილშიც კი ფული გადაიხადეს. ის ექიმები ჯერ კიდევ მუშაობენ იაშვილში და ვინ იცის რამდენს დაღუპავენ კიდევ“- წერს გიორგი.
პოსტზე უამრავი კომენტარია. კომენტარების ავტორების უმეტესი ნაწილი „იაშვილის კლინიკის“ მიმართ წარსულში ჩადენილ სხვა ფაქტებზე საუბრობს, ზოგს პირადად შემთხვევაი, ზოგიც გაგონილის შესახებ წერს.
იაშვილის კლინიკა მომხდარის შესახებ მოკვლევას აწარმოებს და ხვალ დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვაწვდის.
(ფოტოზე სწორედ ის დოლბანდია ასახული, რომელიც ნენეს მუცელში იპოვეს ფრანგმა ექიმებმა)
კომენტარი