სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პროპორციული სია წარადგინა:

ჩვენ წარვადგინეთ დღეს ჩვენი პარტიული სია საპარლამენტო არჩევნებისთვის. ჩვენი სია დაკომპლექტებულია გამორჩეული ადამიანებით, ღირსეული ადამიანებით. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით განახლების საჭიროებაზე.
განახლებაც არის ის შედეგი, რომელიც არის მიღწეული. ჩვენ ჩვენი დაპირება ამომრჩევლის წინაშე შევასრულეთ, განახლებული, ძალიან ღირსეული სიით წარვსდგებით ამ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის წინაშე და ეს გახდება ერთ-ერთი საფუძველი ჩვენი დამაჯერებლი გამარჯვების ამ არჩევნებში. ჩვენს საპარლამენტო სიაში 155 ადამიანია წარმოდგენილი.
(R)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100