სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი: "სრულიად შეუძლებელია, მთავრობა ან პარლამენტი დავითხოვო"

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სრულიად შეუძლებელია, რომ მთავრობა ან პარლამენტი დაითხოვოს.

ამის შესახებ სააკაშვილმა პრემიერთან დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიას განუცხადა.

"ძალიან მოჭრილად მინდა, ვთქვა, რომ პრეზიდენტის არსებული უფლებამოსილების გამოყენება – დავითხოვო საქართველოს მთავრობა ან დავითხოვო საქართველოს პარლამენტი, უბრალოდ, არ შეესაბამება სიმართლეს, იმიტომ რომ ეს მთავრობა აირჩია ქართველმა ხალხმა, ამ მთავრობას ჰქონდა ჯერ კდიევ ძალიან მოკლე პერიოდი იმისთვის, რომ მისი შეფასება ადეკვატური და სრულფასოვანი მოხდეს ან ჩემი მიერ ან იმ ხალხის მიერ, რომლებმაც ის აირჩიეს. ამგავარდ, ყოველგვარი ლაპარაკიც კი იმისა, რომ ასეთი განზრახვა შეიძლება არსებობდეს, კიდევ ერთხელ ვამბობ, უნდა გამოირიცხოს, სრულიად შეუძლებელია, რომ მე ეს გავაკეთო", - განაცხადა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100