„საქართველოს ბანკმა“ „ფოლცვაგენს“ რეკლამის იდეა მოპარა?
ალბათ ბევრ თქვენგანს გინახავთ, „საქართველოს ბანკის“ ახალი რეკლამა, რომელიც მაყურებელს ძველი ავტომობილის ახალში გადაცვლას ორიგინალური მეთოდით სთავაზობს. „ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდა, მინდა იცოდე, რომ შენთან გატარებული სამი წელი არაჩვეულებრივი იყო...“
რეკლამის სიუჟეტი სკანდალურად ვითარდება - „შენ ისეთი აღარ ხარ, მეც შევიცვალე, ახლა უკვე სხვა ვიპოვე...“ მთავარი ინტრიგა აქ ისაა, რომ მაყურებელი, სიუჟეტის მთავარი გმირის მონოლოგს საკმაოდ რომანტიულად აღიქვამს - ეს ხომ ძველ შეყვარებულთან (სინამდვილეში ძველ ავტომობილთან) გამომშვიდობების სცენაა...
„მე მისთვის პირველი ვიქნები, ეს სულ სხვა შეგრძნებაა, ჩემამდე ის არავისი ყოფილა“, - ესაა ის „ინტრიგა“, რომლის მოსმენისას ვერაფრით წარმოიდგენ, რომ მთავარი გმირი ამ ფრაზას ახალ ავტომობილზე ამბობს და არა, მაგალითად, ახალ შეყვარებულზე...
ამ რეკლამის ეთერში გაშვების შემდეგ, თბილისში კიდევ ერთხელ ალაპარაკდნენ საქართველოს ბანკის სარეკლამო კამპანიაზე. თუმცა, „დრონი.ჯი“-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით აღმოჩნდა, რომ ეს უფრო წარმატებული პლაგიატობაა, ვიდრე სარეკლამო კამპანია...
საქმე ისაა, რომ პოპულარულ საიტ „იუთუბზე“ განთავსებულია კომპანია „ფოლცვაგენის“ სარეკლამო რგოლი, რომელიც, ჰოი საოცრებავ, საქართველოს ბანკის „კრეატიულ“ სარეკლამო მიგნებებს მოგაგონებთ (http://www.youtube.com/watch?v=Y9nUHEHbR78). არც მეტი, არც ნაკლები, „საქართველოს ბანკის“ „კრეატიული აღმოჩენა“, „იუთუბზე“ განთავსებული „ფოლცვაგენის“ რეკლამის ქართულად გადმომღერებაა (უმნიშვნელო დამატებებით).
ბანკის მიზანი, მომხმარებელს მიეცეს შესაძლებლობა ძველი ავტომობილი ახალში გადაცვალოს, ხოლო ფასთა სხვაობა სესხის სახით დაფაროს, მისასალმებელია.
თუმცა, ბედის ირონიაა ისიც, რომ „საქართველოს ბანკი“ ამ სიახლეს მოპარული იდეით აცნობს მაყურებელს და ამავე დროს, მხოლოდ „ტოიოტასთან“, „კიასთან“ და „ჰიუნდაისთან “ აქვს გაფორმებული კონტრაქტი (ძველი ავტომობილის ახალში გადაცვლის შესახებ) და არა, „ფოლცვაგენთან“, რომელსაც ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ბანკმა (ან ბანკის მიერ დაქირავებულმა სარეკლამო კომპანიამ) იდეა აწაპნა.

„დრონი.ჯი“ დაუკავშირდა „საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, სოფო ბალავაძეს, რომელის ჩვენმა კითხვებმა ძალიან დააბნია და სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, „დამთხვევებზე“ ალაპარაკდა...
„დრონი.ჯი“: სოფო, შეგიძლიათ გვითხრათ რომელმა სარეკლამო კომპანიამ გადაიღო თქვენი ბანკის ახალი რეკლამა, რომელიც ძველი ავტომობილის ახალში გადაცვის უპირატესობაში საკმაოდ ორიგინალური მეთოდით არწმუნებს მომხმარებელს?
სოფო ბალავაძე: არა მგონია, რომ ეს საჯარო ინფორმაცია იყოს, თუმცა, გადავამოწმებ და დაგიკავშირდებით.
- საქმე ისაა, რომ ეს რეკლამა „ფოლცვაგენის“ სარეკლამო რგოლის ქართული ვერსიაა...
- ვინ გვადანაშაულებს ამაში?
- „დრონი.ჯი“-ს თანამშრომლებმა ნახეს „იუთუბზე“ ფოლცვაგენის სარეკლამო რგოლი, რომლის შინაარსიც და სლოგანიც თქვენი ბანკის ახალი რეკლამის იდენტურია. როგორ ფიქრობთ ეს პლაგიატობაა არ არის?
- ცოტაა ასეთი დამთხვევები? იქნებ დამთხვევაა?
- დარწმუნებული ხართ, რომ ეს დამთხვევაა?
- სად შეიძლება ვნახო ის რეკლამა?
- „იუთუბზე“.
- ელექტრონულ ფოსტაზე გადმომიგზავნეთ.
- კარგით.
ამ საუბრის შემდეგ სოფო ბალავაძეს ელექტრუნული ფოსტის საშუალებით გადავუგზავნეთ „ფოლცვაგენის“ სარეკლამო რგოლი. რამდენიმე საათში ბალავაძემ ელექტრონული ფოსტით, ბანკის ოფიციალური პოზიცია გაგვაცნო:
„უპირველეს ყოვლისა, გმადლობთ გამოხმაურებისთვის. თემატიკიდან გამომდინარე, სარეკლამო რგოლებს შორის გარკვეული მსგავსება არის. ასეთი დამთხვევები სარეკლამო სფეროში ხდება. „საქართველოს ბანკის“ რგოლის შემთხვევაში, იდეა თავიდან ბოლომდე ეფუძნება ალეგორიას - ჩვენი გმირი ემშვიდობება მანქანას, როგორც ცოცხალ არსებას.

ჩვენს რგოლში ნათლად ჩანს, რომ ადამიანსა და მანქანას შორის არსებობს ემოციური კავშირი და აქცენტი სწორედ ამაზე კეთდება. თქვენს მიერ ნახსენებ სარეკლამო რგოლში ალეგორიას ადგილი არ აქვს“ ( http://www.youtube.com/watch?v=Y9nUHEHbR78)
კომენტარი