ავღანეთში წყალდიდობის შედეგად 162 ადამიანი გარდაიცვალა
ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 162-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
წყალდიდობა 26 აგვისტოს ადგილობრივი დროით დილის 3 საათზე მოხდა. თავდაპირველი ინფორმაციით, საუბარი 70 გარდაცვლილზე იყო, თუმცა შემდგომში გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა.
როგორც ავღანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროში აცხადებენ, 500-ზე მეტი სახლი განადგურებულია. მაშველები სტიქიური უბედურების ადგილზე მუშაობას განაგრძობენ და სახლებში ჩარჩენილი ხალხის გამოყვანას ცდილობენ.
კომენტარი