სენსაცია: პილოტმა სამგზავრო თვითმფრინავი ჩაკეტილი წინა შასით დასვა (ვიდეო)
მსოფლიო მოიარა კადრებმა, სადაც მოსკოვი-თეირანის ავიარეისის Boeing-727-ია აღბეჭდილი: დაშვების დროს თვითმფრინავის წინა შასი არ გაიხსნა და პილოტმა თვითმფრინავი სათადარიგო აეროპორტში მხოლოდ უკანა შასით დასვა.
ირანის აეროპორტ „იმამ ჰომეინში“ დაშვების წინ ეკიპაჟმა აღმოაჩინა, რომ წინა შასი არ იხსნება. ამ დროს ბორტზე 113 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ. პილოტებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ სათადარიგო აეროპორტზე დაშვებულიყვნენ. ასეთი შემთხვევები, როგორც წესი, ტრაგედიის გარეშე არ სრულდება და სამაშველო სამსახურები ყველაზე უარესისთვის იყვნენ მზად.
ირანელმა პილოტმა ჰუშანგ შაჰბაზიმ თვითმფრინავი უკანა შასზე დასვა და სიჩქარეს ისე არეგულირებდა, რომ მიწასთან მკვეთრი კონტაქტი თავიდან აეცილებინა. სწორედ მისი პროფესიონალიზმის შედეგი იყო ის, რომ ბორტზე მყოფთაგან არავინ დაზიანებულა.
კომენტარი