სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სხეულის ენის სპეციალისტებმა გაარკვიეს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს სინამდვილეში მეგან მარკლს ქეით მიდლტონთან

ჟურნალისტები ბოლო პერიოდში ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ურთიერთობებით ძალიან დაინტერესდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პრინცმა ჰარიმ თავისი საცოლე მეგან მარკლი ოფიციალურად წარუდგინა ჯერ ოჯახს შემდეგ კი საზოგადოებას. დადის უამრავი ჭორი იმის შესახებ, რომ დედოფალ ელიზაბეთ II-ს ახალი სარძლო არც თუ ისე ძალიან მოსწონს. სხვა მხრივ დეტალები არც ჟურნალისტებმა და არც ოჯახთან დაახლოებულმა პირებმა იციან.

მეორე საკითხია მეგანისა და ქეით მიდლტონის დამოკიდებულება, რომლებიც მეგობრული ღიმილით ესაუბრებიან ერთმანეთს ინტერვიუებსა თუ ხალხმრავალ ადგილებში. თუმცა, ბევრს მათი მეგობრული დამოკიდებულების არ სჯერა და ფიქრობენ, რომ ქალბატონები ერთმანეთთან სხვების დასანახად ინარჩუნებენ კეთილგანწყობას.

საზოგადოებას მიდლტონი ძალიან უყვარს და თვლის, რომ ის პრინცი უილიამისთვის ყველაზე შესაფერისი და ღირსეული მეუღლეა, მეგანი კი უფრო ფეთქებადი ხასიათისაა და იმისთვის, რომ ხალხს თავი ზუსტად ისე შეაყვაროს, როგორც ეს ქეითმა მოახერხა, დიდი შრომა და დრო სჭრდება.

რამდენიმე დღის წინ ორივე მათგანი პრინცებთან ერთად ისევ გამოჩნდნენ ღია პუბლიკის წინაშე, სხეულის ენის სპეციალისტებმა კი ორივე მათგანი გაშიფრეს და თავიანთი საუბრის მანერიდან გამომდინარე ბევრი რამ გაიგეს ერთმანეთთან დამოკიდებულებაზე.

მათი ფორუმზე გამოსვლის მიზეზი გახდა სიახლე მათსავე საქველმოქმედო ფონდში, რომელსაც ქორწილის შემდეგ მეგანიც შემოუერთდება, როგორც სამეფო ოჯახის წევრი.

„ერთი შეხედვით, მეგანი საზოგადოების წინაშე ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ჩანს. მისი სამსახიობო ნიჭისა და გამოცდილების წყალობით, მას თამაში კარგად ეხერხება. თუმცა, სინამდვილეში, მისთვის ძალიან რთულია კონკურენცია გაუწიოს ქეითს. მეგანს კარგად აქვს გააზრებული, რომ საზოგადოება ჯერჯერობით ისე ვერ შეიყვარებს, როგორც კემბრიჯის ჰერცოგინია უყვარს, თუმცა ის ძალიან ცდილობს“ - აცხადებს სხეულის ენის სპეციალისტი.

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ პრესის მხრიდან გადაჭარბებულ ყურადღებას მარკლი უკვე მიეჩვია, თუმცა ის ჯერ ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ უილიამის მეუღლის ჩრდილ ქვეშ იმყოფება. მეგანი გამუდმებით ხელებს იშველიებდა საუბრისას, რაც მის მღელვარებაზე მეტყველებდა, მისი ჟესტიკულაციები კი მკაფიო იყო და ამას ვერ აკონტროლებდა.

ექსპერტების აზრით, მეგანი ცდილობდა თავდაჯერებულად წარმოეჩინა თავი და ასე დაემტკიცებინა საზოგადოებისთვის, რომ მას თავისი ღირსეული ადგილი უკავია. რაც შეეხება ქეითის ჟესტიკულაციებს, ყველა ერთხმად თანხმდება, რომ კემბრიჯის ჰერცოგინია ძალიან კომფორტულად და მშვიდად გრძნობს თავს და არაფერზე ღელავს, მას უკვე გარანტირებული აქვს ხალხის სიყვარული და მისი სიმშვიდე ბუნებრივიცაა. მას არ სჭირდება ზედმეტი მოძრაობების გაკეთება ყურადღების მისაქცევად, ის ისედაც იქცევს პუბლიკის ყურადღებას.

ორივე მათგანი საუბრის დროს იქეთ ხრიდა თავს, სადაც მისი საყვარელი მამაკაცი იჯდა, ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ორივე მშვიდად და ბედნიერად გრძნობს თავს საკუთარ პარტნიორთან.

ყოველ ჯერზე, როდესაც ქეითი იწყებდა საუბარს, მეგანი სერიოზულ სახეს იღებდა და მთელი ყურადღებით უსმენდა მას, ფსიქოლოგთა დასკვნით კი ეს მეგანის მხრიდან პატივისცემას გამოხატავს მომავალი ოჯახის წევრის მიმართ, ასევე, ის მზადაა ყოველთვის გაითვალისწინოს ქეითის აზრი და რაღაც დოზით გაიზიაროს კიდეც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100