გლობალური დათბობის ნაცვლად - გლობალური გამყინვარება
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ უახლესი 10 წლის განმავლობაში მოსალოდნელია მზის აქტიურობის შემცირება. მათი თქმით, შეიძლება მოხდეს ,,მცირე გამყინვარების პერიოდის“ გამეორება, რომელიც XVII საუკუნეში მოხდა.
შეგახსენებთ, მზეს ახასიათებს აქტივობის 11 წლიანი ციკლი. აქტივობის პერიოდში ფოტოსფეროს ზედაპირზე წარმოიქმნება მზის ლაქები. როდესაც მზის ლაქების წარმოქმნა ყველაზე ინტენსურია, მზის მაქსიმუმი ეწოდება, ხოლო მზის ლაქების წარმოქმნის მინიმალური ინტენსივობის შესაბამის პერიოდს - მზის მინიმუმი.
ამერიკის ნაციონალურ ობსერვატორიაში შიშობენ, რომ უახლოეს წლებში მზის ლაქები მკვეთრად შემცირდება. მათი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მზის აქტივობის მომდევნო ციკლმა დიდხანს დაიგვიანოს ან საერთოდაც არ დაიწყოს. ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, ახალი ციკლი შესაძლებელია 2020-21 წლებში დაიწყოს.
სწავლულები ახლა იმაზე მსჯელობენ, მიიყვანს თუ არა მზის აქტივობის შეცვლა, მეორე ე.წ. მაუნდერას მინიმუმის - პრერიოდამდე, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში მზის აქტივობამ და ლაქებმა მკვეთრად იკლო, მსგავსი მოვლენა 70 წლის განმავლობაში, 1645 - 1715 წლებში გრძელდებოდა.
ამ დროის განმავლობაში, რომელიც ისტორიაში ,,მცირე გამყინვარების პერიოდად“ არის ცნობილი, ინგლისში, მდინარე ტემზა გაიყინდა და ყინულის სისქე 3 მეტრს აღემატებოდა. ტემზაზე მეეტლეები ცხენშებმული ეტლებით თავისუფლად და უშიშრად გადაადგილდებოდნენ და თან მოქალაქეები გადაჰყავდათ.
მეცნიერების პროგნოზით, მზის აქტივობის დავარდნამ, შეიძლება იქამდეც მიგვიყვანოს, რომ პლანეტაზე ტემპერატურა 0,5 გრადუსით დაეცეს. თუმცა ამერიკელი მეცნიერი ფრენკ ფილი თვლის, რომ განგაშის და შიშის მიზეზი ჯერ არ გვაქვს და თან დასძენს, რომ მედალს ორი მხარე აქვს და ამ პრობლემაბს დადებითი კითხით უნდა შევხედოთ.
,,თუ მზის აქტივობა მკვეთრად დეცემა და დედამიწაზე ტემპერატურა იკლებს, ეს კატასტროფა არ იქნება, რადგან ამით ჩვენ მზე დაგვეხმარება და დედამიწაზე გლობალური დათბობა აღარ იქნება,“- განაცხადა ფრენკ ფილიმ.
კომენტარი