სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ტრანს ელექტრიკა" უჩა ნანუაშვილს "ხუდონჰესზე" 3 000 გვერდიან დოკუმენტს წარუდგენს

"ტრანს ელექტრიკა", რომელიც წარმოადგენს ხუდონჰესის პროექტის განმახორციელებელ კომპანიას, მზადაა, სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს შეხვდეს და გადასცეს ყველა დეტალური ინფორმაცია, რაც ამ სტრატეგიული ობიექტის მშენებლობას ეხება, მათ შორის ადამიანთა უფლებების დაცვის თვალსსაზრისითაც.

"ტრანს ელექტრიკას" განცხადებით, ისინი მზად არიან ითანამშრომლონ ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციასთან.

ხუდონჰესის საკითხის შესწავლას სახალხო დამცველის აპარატი იწყებს. როგორც სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, მისი მთავარი ამოცანაა, ადამიანის უფლებებზე ზრუნვა და სწორედ ამ მიმართულებით ეცნობიან აღნიშნულ საკითხს:

"მოსახლეობის შეშფოთება, ბუნებრივია, საფუძველს მოკლებული არ არის. ამიტომ, გათვალისწინებული უნდა იყოს თითოეული მოქალაქის, განსაკუთრებით კი ხაიშელების უფლებები. ჩემთვის მთავარია იმის დეტალურად დადგენა, ხუდონჰესის აშენება და ამ მშენებლობიდან გამომდინარე ცვლილებები რამდენად იმოქმედებს ადამიანის უფლებებზე. ფაქტია, რომ ბევრი საკითხია მოსამზადებელი და ხელისუფლება კარგად უნდა მოემზადოს ამისთვის" _ განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველის განცხადებით, ის ჯერჯერობით ინვესტორს კომპანიას "ტრანს ელექტრიკას" არ შეხვედრია. შეხვედრა კომპანიასა და ომბუდსმენის ოფისს შორის მომავალ კვირას იგეგმება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100