რა შელაპარაკება მოხდა გიორგი გაბედავასა და ბაჩო ახალაის ადვოკატებს შორის და ვისი მიმართულებით ისროლა ჭიქა როლანდ ახალაიამ?
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიასა და სასულიერო პირების სასამართლო პროცესების დაწყებამდე ინცინდენტი მოხდა. სასულიერო პირების პროცესზე მისულ გიორგი გაბედავას და ბაჩო ახალაიას ადვოკატებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
ამასთან, როგორც ახალაიას ადვოკატებმა გოგა ონიანმა და რომეო
საჯაიამ განაცხადეს, გიორგი გაბედავას შეურაცხმყოფელი რეპლიკის საპასუხოდ, როლანდ ახალაიამ გაბედავას მიმართულებით
ყავის ჭიქა
ისროლა. ინციდენტის შემდეგ გოგა
ონიანმა განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტები ამნისტიის შედეგებია, რომლის დროსაც, პოლიტპატიმრის სტატუსი შეუსწავლელ პირებს მიანიჭეს.
"ყველას ერთად
დაერქვა პილიტპატიმარი და სწორედ ამიტომ ხდება
მსგავსი ფაქტები, თუმცა ყველა
შესაბამის პასუხს მიიღებს. დარწმუნებული ვარ ეს გაბედავას პირადი პროვოკაცია არ იყო", - განაცხადა გოგა
ონიანმა.
რომეო საჯაიას თქმით, ბაჩო
ახალაიას ადვოკატები მისი ოჯახის წევრებთან ერთად
პროცესის დაწყებას ელოდებოდნენ, როდესაც ფანჯრიდან გაბედავამ დაიწყო ლანძღვა-გონება მათი
მისამართით.
"ამ ლანძღვა-გინებაზე შესაბამისი პასუხი მიიღეს", - განაცხადა რომეო
საჯაიამ. რაც შეეხება როლანდ ახალაიას, მისი თქმით,
გიორგი გაბედავა მამის კვალს
მიჰყვება.
"ზაზა გაბედავა ეროვნული მოძრაობის დროს აგენტი იყო", - განაცხადა რონალდ ახალაიამ.
კომენტარი