სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დანას წამოავლო ხელი და დაარტყა, ერთი ჭრილობა ჰქონდა, ღვიძლის მხარეს," - რას ჰყვებიან სოფელში, სადაც ძმამ საკუთარი ტყუპისცალი მოკლა

გორში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ მეზობლებს ვერსიები არ აქვთ. მათ მხოლოდ ის იციან, რომ ძმებს შორის დაპირისპირება ბედობას, სუფრაზე მოხდა და ისინი, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ერთ-ერთმა ძმამ საკუთარი ტყუპისცალი დანით მოკლა.

"რაღაცა სიტყვების გამო გაბრაზდა ალბათ, და შეიძლება [მოკვლა] არც უნდოდა, წამოავლო დანას ხელი და დაურტყამს. ერთი ჭრილობა ჰქონდა, ღვიძლის მხარეს. ცდილობდნენ გადარჩენას და რომ ვერაფერი უშველეს, მერე სასწრაფო გამოიძახეს," - ამბობს ძმების მეზობელი.

დაჭრილის მდგომარეობა, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას, მძიმე იყო. 31 წლის მამაკაცს გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ბრალდებული მამაკაცი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. მას 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100