სს „წყალი მარგებელი“ „ევროპის მძლეოსნობის 2014 წლის გუნდური ჩემპიონატის მე-3 ლიგის“ პლატინის სპონსორი ხდება
ხვალ, 29 იანვარს, 13:00 საათზე საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციაში (მის: წერეთლის გამზ. 95 ა, ყოფილი „დიდუბის მანეჟი“) სს „წყალი მარგებელსა“ და საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციას შორის ხელი მოეწერება „ევროპის მძლეოსნობის 2014 წლის გუნდური ჩემპიონატის მე-3 ლიგის“ პლატინის სპონსორობის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს.
მემორანდუმს ხელს მოაწერენ ფედერაციის პრეზიდენტი ალექსი ახვლედიანი და სს „წყალი მარგებელის“ დირექტორი გია გოგოლაძე.
2014 წლის ევროპის მძლეოსნობის 2014 წლის გუნდური ჩემპიონატის მე-3 ლიგის ჩატარების უფლება საქართველომ 2013 წლის ოქტომბერში, ქ. ტალინში გამართულ ევროპის ასოციაციის კონგრესსზე მოიპოვა.
ჩემპიონატში საქართველოსთა ერთად 15 ქვეყანა მონაწილეობს. თითოეულ გუნდს 50 სპორტსმენი და 13 მწვრთნელი წარმოადგენს. შეჯიბრი ყოველწლიურად, ივნისში იწყება და 2 დღის განმავლობაში გრძელდება . 2014 წელს, ჩემპიონატი 21-22 ივნისს თბილისში ჩატარდება. აღნიშნული ტურნირი მძლეოსნობის პოპულარიზაციასთან ერთად , ამავდროულად საქართველოს ეკონომიური მდგომარეობას ა და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, რადგან დედაქალაქში ჩამოსულ გუნდებს უამრავი გულშემატკივარი ახლავს. საქართველოში ჩემპიონატის მსვლელობისას ათასზე მეტ უცხოელ სტუმარს ელიან.
კომენტარი