თვალის სამკურნალო სავარჯიშო მათთვის ვინც კომპიუტერთან დიდ დროს ატარებს
კომპიუტერთან დიდი დროის გატარება მხედველობასა და თვალებს, რომ აზიანებს ეს ცნობილი ფაქტია. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მეცნიერები უკვე დიდი ხანია მუშაობენ თუმცა ის ბოლომდე გადაწყვეტილი მაინც არ არის.
ცოტა ხნის წინ სამედიცინო მედიაში კომპიუტერის გამოსხივებისგან თვალების დაცვის ახალი მეთოდი გამოქვეყნდა. "20-20-20-20" - ასე ქვია სავარჯიშოს, რომელიც ოფთალმოლოგების აზრით საკმაოდ ეფექტურია. მისი პრინციპი კი საკმაოდ მარტივი გახლავთ: კომპიუტერთან ჯდომის დროს ყოველ 20 წუთში ერთხელ მონიტორს თვალი 20 წამით უნდა მოაცილოთ და 20 ნაბიჯით დაშორებულ ნივთს უყუროთ, 20 წამიანი პაუზის პერიოდში აუცილებელია თვალების 20-ჯერ დახამხამება. „ეს მეთოდი, თვალის სიმშრალისა და დაღლილობისგან დაგიცავთ“-განმარტავენ სვარჯიშოს ავტორები.
"20-20-20-20" განსაკუთრებით ეფექტურია, მათთვის ვინც კომპიუტერთან მუშაობს იქ სადაც ჩართულია კონდინციონერი, რადგან ასეთ ოთახში ჰაერი მშრალია, რაც თვალის სიმშრალესაც იწვევს.
კომენტარი