თავდასხმა ლექსო ლაშქარავაზე - დავით კუტალაძე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს, განცადებით, "სირცხვილია"-ს ოფისში "ტვ პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის გამო კიდევ 1 პირი დააკავეს. მას ბრალად ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლა, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნა და ჯგუფური ძალადობა ედება. დაკავებული 1992 წელს დაბადებული დ.კ.-ა.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ ოფისში თავდასხმის დროს ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა სცემეს ოპერაოტორი ლექსო ლაშქავარა, რომელიც 11 ივლისს გარდაცვლილი ნახეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, ბრალდებულმა - დ.კ.-მ, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის გადამღებ ჯგუფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა", - წერია უწყების განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის "ა" და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
5 ივლისს, მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა სულ 20 პირი დააკავეს, მათ შორის - 5 ტელეკომპანია „ტვ 1“-ის გადამღებ ჯგუფზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.
კომენტარი