სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოზარ სუბარმა "ქართული პარტიაც" დატოვა

გავრცელებული ინფორმაციით, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, სოზარ სუბარი პარტიის სტრატეგიაზე დანარჩენ ლიდერებთან ვერ შეთანხმდა და ამის გამო, პარტიიდან წავიდა.

„ქართული პარტიის“ ოფისის დაცვის თანამშრომლები ადასტურებენ, რომ სოზარ სუბარი კვირაზე მეტია ოფისში არ გამოჩენილა.

-„ჟენევაში ვიმყოფები, ვერაფერს გეტყვით“,- განაცხადა სოზარ სუბარმა პარტიის დატოვების შესახებ Tspress.ge-ს მიერ დასმულ კითხვაზე და ტელეფონი გათიშა.

სუბარის ამ გადაწყვეტილებას წინ ივანიშვილის ცნობილი განცხადება უძღოდა, რომელშიც ბიზნესმენმა „ქართულ პარტიასთან“ თანამშრომლობა გამორიცხა. ამის მიზეზად, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ეროსი კიწმარიშვილის მიმართ უნდობლობა დაასახელა. ამავე განცხადებაში ივანიშვილმა სოზარ სუბარის სახალხო დამცველობისას გაწეული ეფექტური საქმიანობა გაიხსენა და მასთან პიროვნულად სათანამშრომლოდ მზადყოფნა გამოთქვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100