სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ძალიან ციოდა ფილარმონიაში, კონიაკით ვთბებით. ირაკლი ხელებს მითბობს"- ასე იხსენებს ლიკა შუბითიძე ირაკლი ჩარკვიანს

ასე იხსენებს მომღერალი ლიკა შუბითიძე ირაკლი ჩარკვიანის გაცნობას :

სულ მინდოდა მომეყოლა.
ყველაფერს თავისი დრო აქვს.
თქვენც გინდოდათ რომ მომეყოლა...

სამჯერ ვნახე სულ.
1) ლიტერატურულ კაფეში მოვიდა. გზა დამითმო. სკამი გამომიწია.
- "მე რა პონტში ამირჩიე?!" - მკითხა.
- "ყველა მონაწილემ დუეტი უნდა იმღეროს ვინმესთან და მე არ წარმომიდგენია რა უნდა ვიმღერო სხვასთან." - ვუთხარი.
მერიდება ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს.

2) შერატონში ჯეოსელის დაბადების დღე იყო?!
აღარ მახსოვს ზუსტად. მახსოვს, ყველა მონაწილე იქ ვიყავით და იქ ხდებოდა გენერალური რეპეტიცია. მეორე დღეს იყო გალა კონცერტი მგონი.
გვიან მოვიდა. ბენდს აუხსნა რა და როგორ. "ქაღალდის ნავი" უნდა ვიმღეროთ.
რა მაგარია!!!
რამოდენიმეჯერ ვიმღერეთ. არ მეყო. არ ვარ დარწმუნებული სად შევდივარ - სად გამოვდივარ. მე დაბნეული ვარ. ირაკლი ექსტაზშია.

3) ძალიან ციოდა ფილარმონიაში. დეკემბრის ბოლოა და გათბობა არ არის. თან კარგად უნდა გამოვიყურებოდეთ. კონიაკით ვთბებით. ირაკლი ხელებს მითბობს. მაგრად ვნერვიულობ. როგორ ვიმღერებ?! ტონალობა იცვლება ჩემი შესვლის დროს და სიმღერის ბოლოსაც. ცოტა რეპეტიცია გვქონდა...

საოცარი ენერგია მახსოვს.
ირაკლის ხელი მოუხვდა ჩემს მიკროფონზე და კბილში მომხვდა.
გამოვფხიზლდი.
დარბაზი ფეხზეა!
მუხლებზე დაეშვა. მეც დავეშვი.
"თქვენი მეფე" ო - თქვა.
რა მაგარი დღე იყო.
დაუვიწყარი დღე იყო!
ირაკლი ჩარკვიანი (მეფე)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100