ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2017 წლის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევის შედეგები გამოაქვეყნა
2017 წლის 2-4 სექტემბრის პერიოდში, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ, 3 634 საარჩევნო უბანში არსებულ 21 804 ვაკანტურ ადგილზე აირჩა საუბნო საარჩევნო კომისიის 21 758 წევრი. 46 ადგილი დარჩა ვაკანტური, სადაც შესაძლებელია ხელახლა გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევა.
მნიშვნელოვანია, რომ არჩეული 21 758 წევრიდან 17 978 (საერთო რაოდენობის 82.6%) არჩეული იყო მაღალი ქვორუმით, კერძოდ 9 და მეტი ხმით. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ასარჩევად საჭირო მინიმალური ქვორუმით - 7 ხმით, არჩეულია 123 წევრი, რაც საერთო რაოდენობის მხოლოდ 0.56%-ია.
საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნული მხოლოდ 32 წევრი (სულ 949 წევრიდან, 3.37%) არ ესწრებოდა სხდომებს.
არჩეულ პირთა შორის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსით მუშაობის გამოცდილება აქვს და ბოლო ოთხ საერთო არჩევნებზე ერთხელ მაინც მონაწილეობა მიუღია 17 819 პირს, რაც საერთო რაოდენობის 82%-ია.
დანარჩენ არჩეულ პირთაგან (18%) უმრავლესობას საარჩევნო გამოცდილება აქვს მიღებული 2012 წლამდე ჩატარებულ არჩევნებზე კომისიის წევრად ან სხვადასხვა არჩევნებზე დამკვირვებლად და წარმომადგენლად და ასევე, იყო საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროგრამების მონაწილე.
აღსანიშნავია, რომ ოლქის მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებიდან 4 080 „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“ მონაწილე, ხოლო 193 - ”საარჩევნო განვითარების სკოლების“ კურსდამთავრებული ახალგაზრდაა.
ზემოაღნიშნული ნათლად ასახავს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესში გაითვალისწინეს ცესკოს მიერ გაცემული დამატებითი რეკომენდაციები.
აღსანიშნავია, რომ არც ერთი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და შესაბამისი განკარგულებები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ, უფლებამოსილი პირების მიერ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში არ გასაჩივრებულა.
მნიშვნელოვანია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი წარიმართა ღიად და გამჭვირვალედ. კომისიის სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა ჰქონდათ როგორც რეგისტრირებული პარტიის წარმომადგენლებს, ისე დამკვირვებლებსა და მედიას. საოლქო საარჩევნო კომისიებში გამართულ სხდომებს ესწრებოდა 5 ადგილობრივი და 1 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია.
ინფორმაცია და სტატისტიკური მონაცემები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ
2017 წლის 2-4 სექტემბერის პერიოდში 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში ჩატარდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა არჩევის შესახებ სხდომები, რომელზეც 3 634 საარჩევნო უბანში არსებულ 21 804 ვაკანტურ ადგილზე აირჩა საუბნო სარჩევნო კომისიის 21 758 წევრი1. 46 ადგილი დარჩა ვაკანტური2, სადაც შესაძლებელია ხელახლა გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე საუბნო სააარჩევნო კომისიის წევრთა არჩევა.
კონკურსში მონაწილე 28 667 კანდიდატიდან 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის ხმათა ქვორუმები და შედეგების სტატისტიკა:
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა ხმების რაოდენობა |
არჩეული უბნის წევრების რაოდენობა |
13 ხმით |
955 წევრი |
12 ხმით |
1,304 წევრი |
11 ხმით |
3,454 წევრი |
10 ხმით |
6,040 წევრი |
9 ხმით |
6,225 წევრი |
8 ხმით |
3,657 წევრი |
7 ხმით |
123 წევრი |
7-ზე ნაკლები ხმა მიიღო 6 732-მა კონკურსანტმა.
არჩეული 21 758 წევრიდან, 17 978 (საერთო რაოდენობის 82.6%) არჩეული იყო მაღალი ქვორუმით, კერძოდ, 9 და მეტი ხმით. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ასარჩევად საჭირო მინიმალური ქვორუმით - 7 ხმით, არჩეულია 123 წევრი, რაც საერთო რაოდენობის მხოლოდ 0.56%-ია.
ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიის 32 წევრი (სულ 949 წევრიდან, 3.37%) არ ესწრებოდა სხდომებს, რომლებზეც მოხდა კონკურსის საფუძველზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევა. კონკრეტულად სხდომებს არ ესწრებოდნენ:
პ/გ "საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია" |
9 წევრი |
პ/გ "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" |
6 წევრი |
პ/გ "ევროპული საქართველო" |
6 წევრი |
პ/გ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" |
5 წევრი |
პ/გ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" |
3 წევრი |
პ/გ"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" |
2 წევრი |
პ/გ "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" |
1 წევრი |
1 კონკურსის 157 მონაწილე გამოეთიშა კონკურსს, ძირითადად საკუთარი განცხადების საფუძველზე
2 ვაკანტური ადგილები დარჩა რიგ შემთხვევებში არასაკმარისი ხმების მიღების გამო, ხოლო რიგ შემთხვევებში დაბალი კონკურსის, ანუ კონკურსში მონაწილე საკმარისი კანდიდატების არარსებობის გამო.
73 საოლქო საარჩევნო კომისიაში 2-4 სექტემბრის პერიოდში სულ გამართულ 73 სხდომას საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ ესწრებოდა 5 ადგილობრივი არასამთავრობო და ერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია:
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” |
55 სხდომა (75.34%) |
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” |
15 სხდომა (20.55%) |
“საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო" |
8 სხდომა (10.96%) |
“საზოგადოებრივი დამცველი” |
2 სხდომა (2.74%) |
“დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი” |
1 სხდომა (1.37%) |
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) |
2 სხდომა (2.74%) |
ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა სხდომებზე დასწრების მაჩვენებლები შემდეგია:
- 2 სექტემბერს საუბნო სარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომები ჩატარდა 21 საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომლებსაც ესწრებოდნენ “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” - 16 საოლქო საარჩევნო კომისიაში და “საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო"- 2 საოლქო საარჩევნო კომისიაში.
- 3 სექტემბერს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომები ჩატარდა 34 საოლქო საარჩევნო კომისიაში; სხდომებს, 26 საოლქო საარჩევნო კომისიაში ესწრებოდნენ „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები; “საერთო- სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს" წარმომადგენლები - 4-ში,
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ - 10-ში და „საზოგადოებრივი დამცველი“
- 2 საოლქო საარჩევნო კომისიაში.
- 4 სექტემბერს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომები ჩატარდა 18 საოლქო საარჩევნო კომისიაში; სხდომებს, 13 საოლქო საარჩევნო კომისიაში „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” წარმომადგენლები ესწრებოდნენ, “საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველოს" წარმომადგენლები 2-ში, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლები - 5-ში, „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ - ერთ საოლქო საარჩევნო კომისიაში და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) – 2-ში.
2017 წელს არჩეულ პირთა შორის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსით გამოცდილება აქვს და ბოლო ოთხ საერთო არჩევნებზე ერთხელ მაინც აქვს მონაწილეობა მიღებული 17 819 პირს (არჩეული/დანიშნული), რაც საერთო რაოდენობის 82%-ია.
საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის გამოცდილების მქონე პირების (წინა წლებში ოლქის მიერ კონკურსის წესით არჩეული პირები, რომლებიც არ დაუნიშნავთ პარტიებს) სტატისტიკა საარჩევნო წლების მიხედვით შემდეგია:
- 2012 წელი - 3,583 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი
- 2013 წელი – 4,906 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი
- 2014 წელი – 5,880 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი
- 2016 წელი – 13,157 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი
უფლებამოსილი პარტიის მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის გამოცდილების მქონე პირების სტატისტიკა საარჩევნო წლების მიხედვით შემდეგია:
- 2012 წელი – საუბნო საარჩევნო კომისიის 2460 წევრი (საქართველოს კონსერვატიული პარტია - 460, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს - 454, ევროპელი დემოკრატები - 371, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 361, ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა - 299, ქრისტიან დემოკრატიული სახალხო პარტია 277, საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 238 ).
- 2013 წელი – საუბნო საარჩევნო კომისიის 3026 წევრი (ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო 708, კონსერვატიული პარტია - 468, პოლიტიკური მოძრაობა მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს - 449, პარტია ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატები - 444, პარტია პოლიტიკური გაერთიანება ეროვნული ფორუმი - 434, რესპუბლიკური პარტია - 395, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 128).
- 2014 წელი –საუბნო საარჩევნო კომისიის 3546 წევრი (პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო - 847, კონსერვატიული პარტია - 567, პოლიტიკური გაერთიანება თავისუფალი დემოკრატები - 556, პოლიტიკური მოძრაობა მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს - 530, პოლიტიკური გაერთიანება ეროვნული ფორუმი - 487, რესპუბლიკური პარტია - 448, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 111).
- 2016 წელი –საუბნო საარჩევნო კომისიის 2567 წევრი (პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო - 820, კონსერვატიული პარტია - 603, რესპუბლიკური პარტია - 374, პოლიტიკური მოძრაობა მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს - 318, პოლიტიკური გაერთიანება თავისუფალი დემოკრატები - 252, , პოლიტიკური გაერთიანება გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა - 165, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 35).
საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებიდან 4 080 „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“ მონაწილეა, ხოლო 193 „საარჩევნო განვითარების სკოლების“ კურსდამთავრებული ახალგაზრდა.
გარდა ზემოხსენებული 17 819 წევრისა, საუბნო საარჩევნო კომისიებში არჩეული 3 939 პირიდან უმრავლესობას გამოცდილება მიღებული აქვს 2012 წლამდე ჩატარებულ არჩევნებზე კომისიის წევრად ან სხვადასხვა არჩევნებზე დამკვირვებლად/წარმომადგენელად და ასევე, დამატებით მონაწილეობდა ბოლო წლებში ჩატარებულ საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროგრამებში; მათ შორის მაგალითად: „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსებში“ მონაწილეობდა - 384 პირი და „საარჩევნო განვითარების სკოლის“ მონაწილე იყო 57 ახალგაზრდა.
აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული არც ერთი გადაწყვეტილება და შესაბამისი განკარგულებები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ უფლებამოსილი პირების მიერ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში არ გასაჩივრებულა.
კომენტარი