სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მეზობელმა მაშინ შემომისწრო, როდესაც საუკეთესო დაქალის ქმართან სექსი მქონდა“ – 36 წლის მარტოხელა დედის აღიარება

ერთ-ერთ უცხოურ საიტზე ახალგაზრდა დედის წერილი გამოქვეყნდა, რომლის ვინაობაც ანონიმურია და რომელიც თავის შეცდომებს საზოგადოებას უმხელს, რათა გარკვეულწილად შეუმსუბუქდეს საკუთარი საქციელისგან მიყენებული ტკივილი.

„მე ვარ 36 წლის მარტოხელა დედა, ჩემი უფროსი შვილი 10 წლისაა, მცროსი 8-ის. არასდროს ვუთმობდი მათ ძალიან დიდ დროს, რასაც ახლა ძალიან ვნანობ.

ერთ დღეს საუკეთესო დაქალმა თავის დაბადების დღის წვეულებაზე დამპატიჟა. ალკოჰოლის მიღება ცოტა ზედმეტი მომივიდა და მისმა მეუღლემ სახლამდე მიცილება შემომთავაზა. მართალია, წვეულებაზე ძალიან ვხალისობდი, კონტაქტური ვიყავი, ვფლირტაობდი, ვცეკვავდი, მაგრამ ვერ ვიფიქრებდი, რომ ეს ვინმეს რაიმე სახის ზიანს მიაყენებდა.

სახლში დაბრუნებულმა ჩემი შვილების ძიძა, რომელიც ჩემივე კარის მეზობელია, თავის ბინაში გავუშვი და დაქალის ქმარს ყავა შევთავაზე. ის უეცრად მეცა და მაკოცა. ალკოჰოლის ფონზე ვნება გამიღვივდა მეც და ერთმანეთს ლამის ტანსაცმელი შემოვახიეთ. გიჟური სექსი გვქონდა, საოცარი ლტოლვითა და სიამოვნებით სავსე. იატაკზე ვიწექი და თვალებდახუჭული შევიგრძნობდი თითოეულ წამს, მაგრამ, მოულოდნელად, როცა თვალები გავახილე, ჩემი მეზობელი და ბავშვების დავინახე კარში. მას ტელეფონი დარჩენია წასაღებად მობრუნდა, მე კი კარის ჩაკეტვა დამავიწყდა. ძიძამ ყველაფერი დაინახა. შეშინებული წამოვხტი, ტელეფონი მივაწოდე, მან გამომართვა და უსიტყვოდ დამტოვა. ვიცოდი, რომ არავის ეტყოდა, თუმცა მაინც ძალიან მრცხვენოდა, თვალებში ვერ ვუყურებდი ჩემს მეზობელს.

იმაზე ნაკლებად ვღელავდი, რომ ჩემი დაქალის ქმართან მქონდა სექსი, მე ჩემი მეზობლის უფრო მრცხვენოდა, ჩემს თავს ვადანაშაულებდი, რომ კარი არ ჩავკეტე. მას შემდეგ, ყოველ სამაღმოს ვიჯექი და ამაზე ვფიქრობდი, შემდეგ გავდიოდი ბარში, ორ ჭიქა ტეკილას ვსვამდი და სხვადასხვა მამაკაცს ვკოცნიდი. ვფიქრობდი, რომ ასე დარს ვიქარვებდი. ერთხელ, ბარიდან გამოვედი ნასვამ მდგომარეობაში და სახლისკენ გავემართე, როდესაც ვიღაც მამაკაცი ამეკიდა და ჩემი გაუპატიურება სცადა. საბედნიეროდ ხელიდან დავუსხლტი, თუმცა ჩემს თავს სულ ერთსა და იმავეს ვეკითხებოდი - როოგრ მოვახერხე, რომ ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი?

მივხვდი, რომ ალკოჰოლის მიღების შემდგომ ქცევაზე კონტროლს ვკარგავდი და თუ რაიმე ცუდი დამემართა, ყველაფერი სიმთვრალის დროს იყო. მას შემდეგ ვცდილობ, ჩემი შვილებისთვის სამაგალითო დედა გავხდე და ეს, პირველ რიგში, ალკოჰოლზე უარის თქმით დავიწყე. თუმცა, ჩემ მეზობელთან ის ურთიერთობა მაინც აღარ მაქვს, რადგან ორივე თავს ვიკავებთ ამისგან. მე მისი მრცხვენია, ის კი უბრალოდ აღარ მენდობა...“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100