facebook-ის კონკურენტ ახალ სოციალურ ქსელს Google შექმნის
ამერიკულმა კომპანია „Google“ საკუთარი სოციალური ქსელის, „Google +“ – ის შექმნის შესახებ გამოაცხადა. როგორც ვარაუდობენ, ეს სერვისი სერიოზულ კონკურენციას გაუწევს „facebook“. ამ თემაზე საუბარი, ჯერ კიდევ 2010 წლის ზაფხულში დაიწყო. ამ დროისათვის, საიტი ბეტა–ტესტირების რეჟიმში იმყოფება. ქსელში რეგისტრაცია პერსონალური მოწვევის საფუძველზე გახდება შესაძლებელი, რომელსაც „Gmail“ მომხმარებლებს ელექტრონულ ფოსტაზე შესთავაზებენ. სოცქსელით დაინტერესებულებს, ასევე სთავაზობენ, რომ დატოვონ მონაცემები საკუთარი ექაუნთის შესახებ „Gmail“-ზე, რათა „Google +“ –ის მუშაობის დაწყების შესახებ ინფორმაცია მიიღონ.
წინასწარი ინფორმაციით, ახალ ქსელში ანონიმურობის დაცვის სხვადასხვა რეჟიმები იქნება წარმოდგენილი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, უკეთესად აკონტროლონ პირადი მონაცემები. როგორც ცნობილია, „facebook“ რამდენჯერმე სერიოზული კრიტიკის ობიექტი, სწორედ მომხმარებლების კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემის გამო გახდა. სწორედ ამიტომაც, გუგლის ახალი სოციალური ქსელის მესვეურები, სწორედ იმას უსვამენ ხაზს, რომ ეს მათი ახალი ქსელის შემთხვევაში, წარმოუდგენელი იქნება. აღსანიშნავია, რომ „Google +“ –ში ჯგუფური ვიდეოკონფერენციის მოწყობის ფუნქციაც იქნება დამატებული, რომელიც, სავარაუდოდ, დიდ დაინტერესებას გამოიწვევს.
კომენტარი