სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაკა ჩიჩუა ბავშვს ელოდება?- ჩიჩუას შურისძიება მარგველაშვილის ახალ გატაცებაზე?

როგორც ჩანს, სოციალურ მედიაში ისევ აქტუალურია კითხვა: რა იყო მარგველაშვილის მიერვანო მაჭავარიანის მოხსნის რეალური მიზეზი? სწორედ ამ სათაურით გამოქვეყნდა გასულკვირას www.compromati.com-ზე მასალა, რომელიც პრეზიდენტს, მის რჩეულსა და ყოფილფავორიტს ეხება.

ინტერპრეტაციებისგან თავს შევიკავებთ და სტატიას, რომელიც მალევე Forum.ge-ს, Ireporter.ge-ს და სხვა საიტების განხილვის თემა გახდა, სრულად შემოგთავაზებთ:

რა იყო მარგველაშვილის მიერ ვანო მაჭავარიანის მოხსნის რეალური მიზეზი?

ამ ვერსიაზე კარგა ხანია, კულუარებში საუბრობენ. თუმცა ის იმდენად პირადი და სათუთია, მის განხილვას ჩვენც კი არ დავიწყებდით, რომ არა ფაქტი, რომ ის პრეზიდენტია, საჯარო პირი, ხოლო სახელმწიფოს მართვის საკითხები პირადი ცხოვრებით არ უნდა წყდებოდეს, რადგანაც, უამრავი მაგალითი ვიცით, როგორი ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ქვეყნისთვის.

ვანო მაჭავარიანი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატისა და პარტიის ყოფილი გენერალური მდივნის მიშა მაჭავარიანის ძმაა; ის 2007-2009 წლებში საქართველოს ელჩი იყო იაპონიაში, შემდეგ კი საპარტნიორო ფონდში მუშაობდა.

გიორგი მარგველაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, ის საგარეო საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა. ცოტა ხნის წინ განთავისუფლებულმა მაჭავარიანმა ერთ-ერთ გადაცემაში სკანდალური განცხადებებიც გააკეთა და პრეზიდენტის კარზე მისი კარიერის დასასრული ირიბად „უჩინარ ხელს“ დააბრალა.

მაჭავარიანის სკანდალურმა განცხადებებმა პრეზიდენტი მარგველაშვილი იმდენად უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო, რომ „იმედის“ ეთერში თავის მართლებაც მოუწია. მაგრამ როგორ შეეძლო, ერთი მხრივ, დაუმორჩილებელ პრეზიდენტს, რომელმაც საკუთარი გადაწყვეტილებების სიმტკიცით მისი სათაყვანებელი ბიძინაც კი უარყო, სამსახურიდან გაეშვა ადამიანი, რომელთანაც 20-წლიანი ძმაკაცობა აკავშირებს. ბავშვობის ძმაკაცებს შორის დაპირისპირების მიზეზი მაკა ჩაჩუა გახდა, რადგან მარგველაშვილი ვანო მაჭავარიანსა და თავის მეგობარ ქალბატონზე ეჭვიანობდა. ჩაჩუას ორსულობის სასიხარულო ამბავმა პრეზიდენტის ეჭვიანობას ხელი შეუწყო და უფრო მეტიც, გაამძაფრა. ასე შეერყა საფუძველი იმ მეგობრობას, რომლის გამოც მარგველაშვილმა „ქართული ოცნების“ მმართველი ფრთაც კი გაანაწყენა, როდესაც ფარად გადაეფარა მაჭავარიანს, შემდეგ კი ყველასთვის მოულოდნელად ის დაითხოვა.

"ჩვენ ამ ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ. რა თქმა უნდა, ამაზე ხმამაღლა საუბარი არავის სურდა, მაგრამ ერთ-ერთ ღონისძიებაზე მოვახერხეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთან გასაუბრება. მან პირად საუბარში დაგვიდასტურა ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია. „ვანოს გაშვება მართლა მოულოდნელი იყო და არც არავინ მალავს, რომ გული დაგვწყდა ძალიან. კარგა ხანია, ეს ამბავიც ვიცით, მაგრამ ხმამაღლა ვერავინ იტყვის, ხომ გესმის, რაც ხდება. იმასაც კი ამბობენ, რომ ეს შეიძლება მაკა ჩიჩუას შურისძიება ყოფილიყო მარგველაშვილის ახალ გატაცებაზე, ქრისტინე გარუჩავაზე", – გვითხრა ადმინისტრაციის თანამშრომელმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100