სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღარიბაშვილი გერმანიის „კომერცბანკის" წარმომადგელებს შეხვდა

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიისკომერცბანკის" წარმომადგელებს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. პრემიერმა სტუმრებს საქართველოს ახალი მთავრობის ეკონომიკური ხედვები და არსებული საინვესტიციო გარემო გააცნო.
„კომერცბანკის " წარმომადგენლებმა დაადასტურეს ინტერესი ქართული ბაზრისადმი და საქართველოსთან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

გერ­მა­ნულ "კო­მერ­ც­ბანკს" წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა მსოფ­ლი­ოს 50 ქვე­ყა­ნა­ში აქვს და 14 მი­ლი­ონ­ზე მეტ მომ­ხ­მა­რე­ბელს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში გაიმართა და მას სს „კომერცბანკის" დირექტორთა საბჭოს წევრი შტეფან შმიტმანი, ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელი პიერ ფიშერი, „კომერცბანკის" წარმომადგენელი საქართველოში მარკო გრაფი, ასევე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ორთვინ ჰენიგი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100