სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზუგდიდმა სტუდენტურ ფესტივალს უმასპინძლა

სტუდენტურმა ფესტივალმა "ერთა ხმა" უკვე საერთაშორისო ხასიათი მიიღო. წელს სტუდენტურ ფოლკლორულ ფესტივალში მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტის სტუდენტი მონაწილეობდა.

ბათუმის შემდეგ ფესტივალის მონაწილეებმა თავიანთი ქვეყნების შემოქმედება ზუგდიდელ მაყურებელს წარუდგინეს. ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე კონცერტი ქართული ხალხური ცეკვითა და სიმღერით გაიხსნა.

ფესტივალის ორგანიზატორი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების თვითმმართველობები არიან.

"ერთა ხმა" ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100