"რესტორნებში ინფიცირების რისკი მაღალია, რადგან ადამიანი ვერ იკეთებს პირბადეს" - ნახეთ, აპირებენ თუ არა რესტორნების
ინფიცირების რისკი რესტორანში შეფასებულია გლობალურად და ცნობილია, რომ მაღალია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.
„რესტორანში ადამიანი ვერ იკეთებს პორბადეს, რაც ვირუსისგან დაცვის მთავარი საშუალებაა“, - აღნიშნა გაბუნიამ.
ამასთან, რაც შეეხება რესტორნების გახსნას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ბიზნესი თანმიმდევრულად უნდა გაიხსნას. „პირველ რიგში გახსნა შეეხება იმ მაქსიმალურად აუცილებელ ბაზისურ სერვისს, რომელიც საზოგადოების უმეტესი ნაწილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ ეტაპზეა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შემდეგ ამას მოჰყვება სკოლა... ესაა ლოგიკური თანმიმდერობა, რაც რისკების მიუხედავად, ეტაპობრივად უნდა გადავანაწილოთ და ასეცაა დაგეგმილი“, - აღნიშნა გაბუნიამ.
კომენტარი