სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა შეხვედრები ელის წინ საქართველოს ნაკრებს?

საქართველოს ნაკრები კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე გადავიდა. ალბათ, უპრიანიიქნება, უკან მოტოვებული პირველი ეტაპის შემდეგ თვალი გადავავლოთ იმას, თუ რა გველის უახლოეს დღეებში და გადავხედოთ მომავალი შეხვედრების გრაფიკს.

მეორე ეტაპზე საქართველოსთან ერთ ჯგუფში იქნებიან: მაკედონია, რუსეთი, სლოვენია, საბერძნეთი და ფინეთი, ჩემპიონატის მეორე ეტაპის სტრუქტურის თანახმად, ამ ექვსგუნდიანი ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე გადის 4 გუნდი. ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, აქვე დავამატებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ჯგუფში მყოფ რუსეთისა და სლოვენიის ნაკრებ გუნდებთან ამ ეტაპის ფარგლებში თამაში არ უწევს -

ამ ნაკრებებთან უკვე ჩატარებული მატჩების შედეგები ავტომატურად გადავიდა ახალ ჯგუფში და აისახა საქართველოს ნაკრების მაჩვენებელში. იმავე პრინციპით, ჯგუფის წევრების ახლანდელ სატურნირო ცხრილში ასახულია ჯგუფის წევრების ერთმანეთთან ნათამაშევი მატჩები.

სტატიას თან ერთვის მეორე ეტაპზე ჩვენი ჯგუფის სატურნირო მდგომარეობა ამ დროისთვის, ანუ, მეორე ეტაპის სტარტის წინ.

საქართველოს ნაკრების მომავალი შეხვედრების განრიგი კი ასეთია:

8 სექტემბერი: საქართველო-მაკედონია

10 სექტემბერი: საქართველო-ფინეთი

12 სექტემბერი: საბერძნეთი-საქართველო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100