სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რესპუბლიკური პარტიის ოფისში "რვიანის" შეხვედრა შედგა

"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე ოპოზიციური "რვიანის" შესახებ განცხადებას ხვალ, 12:00 საათზე გაზეთ "პრაიმთაიმის" პრეს-კლუბში სტუმრობისას გააკეთებს.

ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ოფისში მიმდინარე "რვიანის" მორიგი შეხვედრის დროს გახდა ცნობილი.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, "საარჩევნო საკითხებზე, რომლის ირგვლივაც "რვიანია" გაერთიანებული, აზრთა სხვადასხვაობა არ არის, ხოლო ყველა სხვა თემა "რვიანთან" კავშირში არაა".

ამასთან, მისივე ვარაუდით, "ახლო მომავალში ხელისუფლებას "რვიანის" წინადადებზე კონკრეტული შეთავაზება ექნება".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100