სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი ბანკის მხარდაჭერით „არტვილა გარიყულაში“ თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი - Fest i Nova 2015 G-15 გაიხსნა

თიბისი ბანკის მხარდაჭერით,„არტვილა გარიყულაში“ ძმებ ზდანევიჩების სახელობის მე-7 საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი - Fest i Nova 2015 G-15 გაიხსნა. ფესტივალი წელს დაარსებიდან მე-15, საიუბილეო თარიღს აღნიშნავს.

Fest i Nova 2015 G-15 შარშანდელის მსგავსად, წელსაც კონცეპტუალური პავილიონების თემას აგრძელებს. წლევანდელმა ფესტივალმა ქართველებთან ერთად, მსოფლიოს ათი ქვეყნიდან ჩამოსული ხელოვანები და თანამედროვე ხელოვნების ქართულ-უცხოური ინსტიტუციები გააერთიანა.Fest i Nova 2015 G-15 -ის ფარგლებში პირველად გაიხსნა აზერბაიჯანის, ლიტვისა და უკრაინის პავილიონებიც.

წელს თიბისი ბანკმა, პროექტის - #წერექართულად ფარგლებში Fest i Nova 2015-ზე ინტერაქტიული არტობიექტი წარმოადგინა - დაფა, რომელზეც ქართველ და უცხოელ დამთვალიერებლებს მოძრავი ქართული ანბანის ასოებით საკუთარი ემოციების წერილობით გამოხატვა შეუძლიათ.

„უკვე მესამე წელია, თიბისი ბანკი Fest i Nova-ს ერთგული მხარდამჭერია. გასული წლის მსგავსად, წელსაც შეიქმნა თიბისი ბანკის არტობიექტი, რომელიც ჩვენ მიერ დაწყებულ პოპულარულ პროექტს, #წერექართულად ეძღვნებოდა. გვიხარია, რომ ჩვენმა არტობიექტმა ქართველ და უცხოელ დამთვალიერებელში მოწონება დაიმსახურა. მათ საკუთარი შთაბეჭდილებები მოძრავი ქართული ანბანის საშუალებით გაგვიზიარეს,“ -აცხადებს თამარ კირვალიძე, თიბისი ბანკის საგარეო ურთიერთობებისა და მედია კომუნიკაციების დირექტორი.

ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი Fest I Nova 2009 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანი თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია, ხელოვანებისთვის საერთაშორისო პლატფორმის შექმნა, დიპლომატიური და კულტურული ურთიერთობების გაღვივებაა.

Fest i Nova G-15 დამთვალიერებელს ერთი თვის განმავლობაში ელოდება. ფესტივალი 19 ოქტომბერს დაიხურება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100