სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შალვანა ნათელაშვილი პოლიტიკამ დაღალა?!

რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, შალვა ნათელაშვილი თურმე პოლიტიკამ დაღალა და ამ საქმისთვის თავის დანებებაც გადაწყვიტა.

თავად “ლეიბორისტული პარტიის“ წევრები კი ლიდერის აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე კომენტარს არ აკეთებენ.

პარტიის პრესსამსახური კი ამ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს, რა თქმა უნდა სიმართლისთვის ფარდის ახსნა მხოლოდ შალვა ნათელაშვილს შეუძლია, მაგრამ მანამდე შეგახსენებთ, რომ ნათელაშვილი “ქართულ ოცნებას“ დაუპირისპირდა.

მისი თქმით 27 მაისის აქცია “ფულზე დახარბებული ხალხის თავყრილობა“ გახლდათ და მისთვის ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ქართველები “ფულზე იყიდებიან“.

ჯერჯერობით უცნობია “ლეიბორისტული პარტია“ ჩვიდმეტწლიანი არსებობის შემდეგ დარჩება თუ არა ლიდერის გარეშე...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100