აფხაზეთის მკვიდრ გიორგი მიქელბაიას საწრაფო ოპერაცია ესაჭიროება
აფხაზეთის მკვიდრ გიორგი მიქელბაიას საწრაფო ოპერაცია ესაჭიროება.
ახალგაზრდას მენჯის ღრუს სისხლძარღვთა სისტემის მაპლორმაცია დაუდგინდა.
როგორც "ივერონს" ოჯახის ახლობლებმა განუცხადეს, ოპერაცია მხოლოდ "ავერსის" კლინიკაში კეთდება და 26 000 ლარი ჯდება, მათ კი ამ დროისთვის 5 000-ზე მეტის გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ.
მიქელბაია 22 წლისაა და ამჟამად ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მეოთხე კურსის სტუდენტია.
დახმარების მსურველებს შეუძლიათ, ახლობლებს სატელეფონო ნომერზე 555-52-53-75 დაუკავშირდნენ, ან თანხა ანგარიშზე GE51BG0000000347004200 გადარიცხონ.
ირინა არდაშელია, "ივერონი".
კომენტარი