ბრიტანელი ექიმები 13 წლის გოგონებისთვის კონტრაცეპტივების გაცემას გეგმავენ
ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ გოგონებმა ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ექიმის კონსულტაციისა და ყოველგვარი რეცეპტის გარეშე მიიღონ. ისინი ირწმუნებიან, რომ კონტრაცეპტივები ნებისმიერი ასაკის გოგონებისთვის თავისუფლად უნდა იყიდებოდეს, რათა შემცირებულ იქნეს არასასურველი ორსულობის რისკი.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მედიკამენტებს შესწევთ ძალა საფრთხე შეუქმნან ქალბატონის ჯანმრთელობას და დიდია უშვილობის შანსიც.
ჯერჯერობით აღნიშნულ ინიციატივას სერიოზულად არ განიხილავენ. რა თქმა უნდა მსგავს შეხედულებას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, რომლებიც თვლიან, რომ კონტრაცეპტივები გოგონებს თავს დაცულად აგრძნობინებს, რაც მათ აქტიური სექსუალური კავშირისკენ უბიძგებს.
აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში არასრულწლოვნებში არასასურველი ორსულობის ძალიან დიდი პროცენტული მაჩვენებელია. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს გარკვეული ზომების მიღებას, მაგრამ ხშირად მათ მიერ შედგენილი გეგმები სრულ ფიასკოს განიცდის.
კომენტარი